22 მაისი

   ქობულეთის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ცოტნე ანანიძე და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - სულხან თამაზაშვილი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ოჩხამურში, თანამედროვე წყლის რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ.

   პროექტი, რეზერვუარების, გამანაწილებელი ქსელებისა და ჭაბურღილების მოწყობას ითვალისწინებს და მისი დასრულების შემდეგ, ქობულეთში, წყლისა და წყალარინების სისტემით 1 571 აბონენტი ისარგებლებს.

   ანალოგიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში. პროექტი აჭარის 39 სოფელსა და დაბას (30 000-ზე მეტი მოსახლე) უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი