20 მაისი

      აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა, რომელსაც კომიტეტების თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე და ვახტანგ ბერიძე უძღვებოდნენ, მოისმინეს და ცნობად მიიღეს 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში. ერთობლივ  სხდომაზე, მოხსენება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

     2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშში, ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების პარალელურად, წარმოდგენილი იყო ყველა სამინისტროსა და უწყების საბიუჯეტო მაჩვენებლები.

 მომხსენებლის განცხადებით, რეგიონში არ გაჩერებულა არცერთი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი. ამასთან, მუნიციპალუტეტებში გრძელდება ინფრასტრუქტურული, მაღალმთიანეთის გაზიფიცირებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები.

     ჯაბა ფუტკარაძემ გაერთიანებული სხდომის მონაწილეებს, კიდევ ერთი საკითხი - 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა. კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

     თანამომხსენებელმა, აჭარის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, უმაღლეს საბჭოს, სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტის წლიური ანგარიში და 2025 წლის ჯიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში წარუდგინა.

    მინისტრის განცხადებით, სამინისტრომ დაიწყო პროგრამებზე მუშაობა, გაგრძელდება მიმდინარე წლის არსებუყლი პროგრამები, დაგეგმილია მათში რიგი ცვლილებების განხორციელება, გაიზრდება ბენეფიციარეთა რაოდენობა სამინისტროს მხრიდან წილი და ამოქმედდება ახალი პროგრამები.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი