2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მამუკა თურმანიძე უძღვებოდა. ანგარიში კანონმდებლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები - 91,8, შემოსავლების ნაწილი - 105,3, ხოლო გადასახადების ნაწილი - 106 %-ით შესრულდა.
ჯაბა ფუტკარაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებს, ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ რეგიონში კვლავ გრძელდება პროექტები, რომლებიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს.
კითხვა-პასუხის შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.