აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში, 2026-2029 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვას დაესწრო.
უწყების საშუალოვადიანი პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები შეხვედრის მონაწილე საქვეუწყებო დაწესებულებების წარმომადგენლებს, მინისტრმა - ელისო ბოლქვაძემ გააცნო. მისი განცხადებით, აჭარის კულტურის სამინისტროს 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტი 61 მილიონ ლარზე მეტია. უწყება, საშუალოვადიან პერიოდში, ირიენტირებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაციაზე, თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერაზე, რეგიონული კულტურული ინიციატივების განვითარებაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე, კულტურული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება-ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.