საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

02 მაისი

    ხელვაჩაურის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - მინდია დიასამიძე, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან - სულხან თამაზაშვილთან და ხელვაჩაურის მერთან - ზაზა დიასამიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

   ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ ერგეში, დაათვალიერეს ეკომიგრანტებისთვის მშენებარე 121-ბინიანი სოციალური სახლი, ასევე განთიადსა და ერგეში მშენებარე საბავშვო ბაღები, მოინახულეს სოფელ აგარის სრულად რეაბილიტირებული, თანამედროვე სტანდარტების სკოლა.

   შენობები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ბაღების მშენებლობა 2026 წელს დასრულდება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი