01 მაისი

        ბათუმს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატება. ძმები ნობელების ქუჩაზე, ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - სულხან თამაზაშვილთან, ქალაქ ბათუმის მერთან - არჩილ ჩიქოვანთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

       პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო 2600 კვადრატული მეტრი ტერიტორია. გაკეთდა სანიაღვრე არხი, ველობილიკი, დეკორატიული ღობე. დამონტაჟდა გარე განათების სიტემა, დაიგო მწვანე კორდი, დეკორატიული ფილები, აქვე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები და სავარჯიშო ტრენაჟორები.

      ახალი სკვერი აღჭურვილია საპარკე ინვენტარით. მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო საპარკინგე ზონა.  სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და მალე, ახალი რეკრეაციული სივრცით თამარის დასახლებაში მცხოვრები 200-მდე ოჯახი ისარგებლებს.