29 აპრილი

    „რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და სამუშაოებს ერთდროულად რამდენიმე კომპანია ასრულებს“, - აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე. საკანონმდებლო ორგანოს წევრმა, ბათუმის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან - სულხან თამაზაშვილთან, ქალაქ ბათუმის მერთან - არჩილ ჩიქოვანთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.

      საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, სრულად განახლდება სანიაღვრე და ენერგოინფრასტრუქტურა, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კეთდება გზაგამყოფი, მწვანესაფარიანი ზოლი. რეაბილიტირებულ ქუჩას დაამშვენებს დეკორატიული ნარგავები, უსაფრთხოების კუნძულები. სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და საზღვაო ტურისტულ სეზონამდე დასრულდება.