28 აპრილი

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - მამუკა თურმანიძე, ფრიდონ ფუტკარაძე და ვახტანგ ბერიძე, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ორდუში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. კანონმდებლები, ჩვენებურებთან, ტრადიციულად ყოველ წელს ჩადიან, ესწრებიან კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე სხვადასხვა სფეროში.

ორდუში, უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრებთან და აჭარის კულტურის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „არსიანის“ მომღერალთა გუნდისა და მოსამზადებელი ქორეოგრაფიული ჯგუფის სოლო კონცერტს დაესწრნენ.

ანსამბლი, თურქეთის რესპუბლიკაში, აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით იმყოფებოდა. ღონისძიების მიზანი ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია და საერთაშორისო დონეზე წარმოჩენაა.

კონცერტს, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება და ოვაცია დაიმსახურა, საქართველოს გენერალური კონსული თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ტრაპიზონში, ნიკოლოზ იაშვილი, თურქეთში მცხოვრები ჩვენებურები, ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი