25 აპრილი

        აჭარის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელიც ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ გახსნა, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე - ვახტანგ ბერიძე და ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ნინო ნიჟარაძე.

      კანონმდებლებმა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და ტყვიით მოწამვლის პრევენციის და ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის სისტემის შექმნის საკითხები განიხილეს. შესაბამისი მოხსენებები მიხეილ სარჯველაძემ წარმოადგინა.

      სხდომაზე, პროგრამა - „უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობის“ შესახებ ინფორმაცია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ნინო ნიჟარაძემ წარმოადგინა. კანონმდებლებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2025 წლის პროგრამების მიმდინარეობა და გამოწვევები გააცნო ცენტრის ხელმძღვანელმა - რუსუდან შავიშვილმა.

      დისკუსიის შემდეგ, კანონმდებლებმა ა(ა)იპ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ანგარიში მოისმინეს. მოხსენება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - მიხეილ სარჯველაძემ წარმოადგინა.

      სხდომას ესწრებოდნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის წევრები - ფატი ხალვაში, ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები აჭარიდან - ანზორ ბოლქვაძე, გია ჭყონია, ზაალ მიქელაძე, ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები.