15 აპრილი

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს მორიგ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, 17 აპრილის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი განისაზღვრა.

პროექტის თანახმად, პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს - ზაზა შავაძეს მოუსმენენ. სხდომაზე გაწეული საქმიანობის ანგარიშით, ასევე წარდგებიან -ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე და მარინე გვიანიძე.