აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ, ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „გაეროს მოდელირება ბათუმში“ მონაწილე მოსწავლეები დააჯილდოვა.
პროექტმა, რომლის მიზანი ახალგაზრდების აქტიურობის, ანალიტიკური უნარებისა და პოტენციალის განვითარება-ხელშეწყობაა, მოსწავლეებს, გაეროს სამუშაო ფორმატში იმიტირებული დებატებით, გლობალურ საკითხებზე საკუთარი ხედვების წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა.