13 აპრილი

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი - ზაალ მიქელაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.

ფესტივალის მიზანი მეთევზეობის პოპულარიზაცია და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარების ხელშეწყობაა. წლევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი წარმოების პროდუქტები და თევზის მეურნეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობები.

„თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი - 2025“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანაორგანიზებით, აჭარის კულტურის სამინისტროს და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით, აკვაკულტურის ასოციაცია „ფორეჯ-მა”გამართა.