აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და სულხან თამაზაშვილი, ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლის - რევაზ ნადარაიას ფიცის დადების ცერემონიას დაესწრნენ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა - მიხეილ ყაველაშვილმა რევაზ ნადარაიას საპასუხისმგებლო თანამდებობა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
რევაზ ნადარაიას სასამართლო სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო წლებში ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.