საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის საფუძველზე, სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.
ამის შესახებ განცხადებები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი პროცედურები 5 აპრილიდან დაიწყება.
ბიუროს სხდომის შემდეგ, გაიმართება საკომიტეტო განხილვები, ხოლო ორშაბათს, 7 აპრილს, უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასა და მის მიერ დასახელებული მთავრობის შემადგენლობას ერთიანად ეყრება კენჭი.