02 აპრილი

უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აჭარაში მცხოვრებ აფხაზებთან შეხვედრასა და განსაკუთრებული დამსახურების მქონე უხუცესების დაჯილდოებას დაესწრო.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების - „ერთობა ხვალისთვის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, ქალაქ ბათუმის მერმა - არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა, აჭარაში მცხოვრები აფხაზი უხუცესები, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა.


ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა სახალხო დიპლომატიის გზით ხიდჩატეხილობის აღდგენის მნიშვნელობაზე, საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებულ ტრადიციებსა და ურთიერთობებზე, ნათესაურ კავშირებზე, რომლებსაც ტრადიციულად უფრთხილდებიან ქართული და აფხაზური ოჯახები.

განცხადებები