"რეკრეაციული სივრცეები ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამჯერად თამარ მეფის გამზირზე მთავრდება ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობა, რომელიც 300-ზე მეტ ოჯახს მოემსახურება," - აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე. საკანონმდებლო ორგანოს წევრმა ახალ რეკრეაციულ სივრცეში მიმდინარე სამუშაოები ქალაქ ბათუმის მერთან - არჩილ ჩიქოვანთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, სკვერში გაკეთდა სტადიონი, განთავსდა საბავშვო, სპორტული და დასასვენებელი ზონები, მოეწყო საპარკინგე სივრცე. მალე აქ ველობილიკის სამღებრო სამუშაოები დაიწყება.
დასახლებაში მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, ამიერიდან აქ მცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტის კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცით ისარგებლებენ.