28 მარტი

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ვახტანგ ბერიძე და ფატი ხალვაში, ხელისუფლების, სამედიცინო და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, კონფერენციას - „ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ციფრული ტექნოლოგიები ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში“ დაესწრნენ.

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ამავე ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ლალი ივანიშვილმა გახსნა. ქართველმა და უცხოელმა გამომსვლელებმა CEECA  3 ტესლა მრტ სისტემების უპირატესობებსა და გამოწვევებზე, მრტ სპექტროსკოპიის და მრტ პერფუზიის როლზე ნეირორადიოლოგიაში, ინოვაციებსა და გამოცდილებაზე, რადიოთერაპიის სერვისებზე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე წარმოადგინეს მოხსენებები.

როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, პირველად დასავლეთ საქართველოში,  მხოლოდ ბათუმის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს ციფრული 3 ტესლა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი და გარკვეული კატეგორიის პაციენტებს კვლევები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით უტარდებათ.

განცხადებები

დღის წესრიგი