26 მარტი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, ქალაქ ბათუმის მერთან - არჩილ ჩიქოვანთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მწვანე კონცხის მიმართულებით, წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

ახალი ქსელი მწვანე კონცხზე მცხოვრებ 500-მდე ოჯახსა და სასტუმროებს 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. აღნიშნული მიმართულებით ამ დრომდე ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემა არ არსებობდა და მისი მოწყობა მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ისე ტურიზმის განვითარებისთვის.

პროექტი, რომელსაც ქალაქ ბათუმის მერია აფინანსებს, 1000 კუბური მეტრი რეზერვუარის, საწნევო ხაზის, სატუმბი სადგურის, საქლორატორო, სადეზინფექციო შენობისა და შესაბამისი მოწყობილობის, საკონტროლო სისტემასთან კავშირსა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები 2026 წლის აპრილის ბოლოსათვის დასრულდება.

განცხადებები

დღის წესრიგი