აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 2024 წლის წარმატებული სპორტსმენების, მწვრთნელების, სპორტის სფეროში მოღვაწეთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
ქალაქ ბათუმის მერიის მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ ღონისძიებაზე 14 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული წარმატებული სპორტსმენები, კლუბები, წლის საუკეთესო დებიუტანტები, მწვრთნელები, სპორტის მოამაგეები, ვეტერანი სპორტსმენები, ჟურნალისტები, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგები დაჯილდოვდნენ. ნომინანტებს სიგელები, დიპლომები, ჯილდოები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდნენ ჭადრაკში, ფეხბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, ფიგურულ სრიალსა და სპორტის სხვა სახეობებში. წლის საუკეთესო გუნდის სტატუსი ბათუმის ხელბურთის კლუბის გუნდს - „შავი ზღვის ბიჭებს“ ერგო, ხოლო წლის საუკეთესო და წარმატებულ სპორტულ კლუბებად „შპს ფრენბურთის კლუბი ბათუმი“, საჭადრაკო კლუბი „ნონა“ და ბათუმის სპორტული ცენტრი დასახელდნენ.