19 მარტი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - რამაზ ჯინჭარაძე, ჯანმრთლობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ვახტანგ ბერიძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, „საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობის“ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ.

 ქვეპროგრამა, რომელსაც სსიპ აჭარის დასაქმების სააგენტო მესამე წელია ახორციელებს, საზღვაო ინდუსტრიაში, კერძოდ სამგზავრო გემებზე, ქართული სამუშაო ძალისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად. პროექტმა საერთაშორისო დამსაქმებლების ინტერესი გამოიწვია და მის ფარგლებში, დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა არაერთი ახალგაზრდა გადაამზადეს.     

შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში, კურსდამთავრებულებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები, რაც მათთვის საზღვაო ინდუსტრიაში დასაქმებისა ახალი კარიერული შესაძლებლობების წინაპირობაა.

განცხადებები

დღის წესრიგი