17 მარტი

2025 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს და დაამტკიცეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარინე გვიანიძის განცხადებით, სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული მიზნები კანონშემოქმედებით საქმიანობას, საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებას, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია-თანამშრომლობასა და კომიტეტის ორგანიზაციულ, ინსტიტუციურ გაძლიერებას ითვალისწინებს. ამასთან, საზედამხედველო ფუნქციების ფარგლებში, კომიტეტი, ყველა შესაბამის უწყებასთან აქტიურ თანამშრომლობას, მათი საქმიანობის ამსახველი ანგარიშების მოსმენას, გასვლით სხდომებსა და სხვა აქტივობებს განახორციელებს.

მარინე გვიანიძემ ამავე სხდომაზე წარმოდგინა დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ ერთი საკითხი - საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში.

კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

განცხადებები

დღის წესრიგი