2025 წლის სამოქმედო გეგმები განიხილეს და დაამტკიცეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტებში. სხდომებზე შესაბამისი მოხსენებები ამავე კომიტეტების თავმჯდომარეებმა - დავით ბაციკაძემ და ფრიდონ ფუტკარაძემ წარმოადგინეს.
როგორც სხდომებზე აღინიშნა, კომიტეტების სტრატეგიული მიზნები, ამოცანები და მთლიანად სამოქმედო გეგმები, კანონშემოქმედებით საქმიანობასთან ერთად, საზედამხედველო ფუნქციების ფარგლებში, ყველა შესაბამის უწყებასთან აქტიურ თანამშრომლობას, მათი საქმიანობის ამსახველი ანგარიშების მოსმენას, დისკუსიების, თემატური მოკვლევებისა და სხვა აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს.
ორივე კომიტეტის წევრებმა მოისმინეს 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშები, რომლებიც დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეებმა - დავით ბაციკაძემ და ფრიდონ ფუტკარაძემ წარმოადგინეს. კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.