აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია მორიგი პლენარული სხდომით გაიხსნა. სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ახალი წევრი აირჩიეს.
კენჭისყრამდე, კანონმდებლებმა, სტიქიასა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ დიდთოვლობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დღემდე აქტიურად გრძელდება. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება – ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
განცხადებების შემდეგ, კანონმდებლებმა კენჭი უყარეს აჭარის უმაღლეს საბჭოში უსკოს წევრის თანამდებობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი - ჯემალ ბერიძისა და ტარიელ გოგიტიძის კანდიდატურებს. უმაღლესი საბჭოს წევრებმა 12 ხმით, ტარიელ გოგიტიძეს დაუჭირეს მხარი. 2 ხმა მიიღო მისმა კონკურენტმა.