04 მარტი

უმაღლეს საბჭოში, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის  (უსკო) ანგარიშის - განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს. საკითხი ბიუროს წევრებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარუდგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

ამავე სხდომაზე განისაზღვრა 4 მარტის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი. პლენარული სხდომით საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესია გაიხსნება.