აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - რამაზ ჯინჭარაძე, ქალაქ ბათუმის მერთან - არჩილ ჩიქოვანთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
მუსხელიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიწისქვეშა კომუნიკაციების, საფეხმავლო ბილიკებისა და გარეგანათების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. აქვე შენდება ახალი, ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი, რომლის მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი განთავსდება.
რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, მსგავსი პროექტები ბათუმისთვის შემოერთებული ტერიტორიების სწრაფ განვითარებას ისახავს მიზნად.