06 თებერვალი

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის - ტიტე აროშიძის ადგილმონაცვლის - ლაშა სირაბიძის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილეს. შესაბამისი მოხსენება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ - მამუკა თურმანიძემ წარმოადგინა.

მისი განმარტებით, გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის თაობაზე, უსკოდან, სათანადო  პროცედურების შემდგომ, უმაღლეს საბჭოში შემოვიდა წერილი და შესაბამისი დოკუმენტაცია, ასევე ლაშა სირაბიძის თანხმობა.

კომიტეტის წევრებმა, დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ, მხარი დაუჭირეს ლაშა სირაბიძის უფლებამოსილების ცნობას და საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.