28 იანვარი

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში, ტიტე აროშიძისთვის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს.

სხდომას ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - მამუკა თურმანიძე უძღვებოდა. მისი განცხადებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში, ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, შემოვიდა  შესაბამისი წერილი ტიტე აროშიძის უნივერსიტეტის რექტორად 4-წლიანი ვადით არჩევასთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტი კი, უმაღლესი საბჭოს წევრის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითვალისწინებს.

კომიტეტმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ერთხმად დაუჭირა მხარი. ამასთან,  გაგრძელდება რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურები.

მამუკა თურმანიძემ და კომიტეტის წევრებმა ახალარჩეულ რექტორს წარმატებები უსურვეს და მადლობა გადაუხადეს უმაღლეს საბჭოში გაწეული საქმიანობისთვის.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი