აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - რამაზ ჯინჭარაძემ, მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან, ქალაქ ბათუმის მერთან - არჩილ ჩიქოვანთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის ყინულის არენასა და საცურაო აუზზე მიმდინარე დასკვნითი სამუშაოები დაათვალიერა.
საერთაშორისო, ოლიმპიური სტანდარტების დახურული სპორტული კომპლექსი, რომელიც ყინულის მოედანსა და საცურაო აუზს მოიცავს, 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს. ყინულის მოედანი - 1500, ხოლო საცურაო აუზი - 800 მაყურებელზეა გათვლილი.