აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის - თორნიკე რიჟვაძისა და მის მიერ დასახელებული მთავრობის წევრობის კანდიდატების დამტკიცების საკითხი განიხილეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, სტრატეგიული მიმართულებები და ხედვა, რომელთა მიზანი რეგიონის გრძელვადიანი, მდგრადი ეკონომიკური განვითარებაა.
ფრაქციის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა მთავრობის ახალი შემადგენლობის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის საკითხს.