30 დეკემბერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა - ზურაბ ჭურკვეიძემ სამართლებრივი კვლევებისა და ახალგაზრდულ ინტელექტუალური კონკურსების მონაწილეებს -ანრი მელაძეს, არჩილ კახიძეს და ნინი ღოღობერიძეს  მადლობის სიგელები გადასცა.

საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობისა და კვლევითი საქმიანობის წახალისების მიზნით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამოცხადებულ კონკურსის მონაწილეებს უმაღლესი საბჭოს სერტიფიკატები და ჯილდოები გადაეცათ.

კონკურსანტებმა მოიკვლიეს  და საკანონმდებლო ორგანოს მიაწოდეს დღის წესრიგში არსებული პრობლემური საკითხები.