18 დეკემბერი

ბიუროს სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

საკანონმდებლო პაკეტი, ბიუროს წევრებს, მისმა ერთ-ერთმა ავტორმა - ტიტე აროშიძემ წარმოუდგინა. მისი განცხადებით, საკითხი, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა და პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო პაკეტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება.

დღესვე განისაზღვრა 2024 წლის 19 დეკემბრის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგი. საკითხი, ბიუროს წევრებს, დავით გაბაიძემ გააცნო. საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე, კანონმდებლები, ერთ საკითხს განიხილავენ.