17 დეკემბერი

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძის, ტიტე აროშიძის, ფრიდონ ფუტკარაძისა და დავით ბაციკაძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს.

 სხდომაზე, საკითხი, მისმა ერთ-ერთმა ავტორმა, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ტიტე აროშიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, რეგლამენტში ცვლილებები, 2020 წელს, აჭარის კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარეობს, რომელთა საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის მორიგი არჩევნები ჩატარდა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით და გაუქმდა მაჟორიტარების ინსტიტუტი. ამასთან, უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის შესაბამისად, პარტიებს უფლება მიეცათ ჰყავდეთ ოლქის დელეგატები. რეგლამენტის პროექტით, დელეგატებს, შესაბამის ოლქებში, საკუთარი წარმომადგენლები ეყოლებათ, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების მოსახლეობასა და დელეგატებს შორის ეფექტურ კომუნიკაციას. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს რეგლამენტის ცალკეული ნორმების დახვეწას, ახლებურ რეგულირებას და საქართველოს კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას.

 რეგლამენტის ახალ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს დადგენილების პროექტი - „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში შეტანის თაობაზე.

კომიტეტმა, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას.