უმაღლესი საბჭო, აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს. შესაბამისი გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.
საკითხი, სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა. მარინე გვიანიძის განცხადებით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი მთავრობიდან კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით შემოვიდა. წამყვანმა კომიტეტმა, განხილვის შემდგომ, მოამზადა დასკვნა, რომლის თანახმად, საკითხი მომზადებულია პლენარულ სხდომაზე განსახილველად.