ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა, ამავე კომიტეტის დებულებაზე იმსჯელეს. პროექტი უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება.
კანონმდებლებმა იმსჯელეს ასევე - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა, წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი კანონპროექტის განხილვის პროცედურების გაგრძელებას და შესაბამისი ინფორმაციის ბიუროსთვის წარდგენას.
ორივე საკითხი, სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.