27 ნოემბერი

ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს კომიტეტების პირველი სხდომები გაიმართა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო, აგრარულ და გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტებმა, ამავე კომიტეტების დებულებებზე იმსჯელეს.

კომიტეტების მიერ შემუშავებული პროექტები უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება.

დებულებებით განისაზღვრება კომიტეტების საქმიანობის  მიმართულებები და უფლებამოსილებები, მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები.

დებულების გარდა, უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებლობის შესახებ საკითხი განიხილეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარის - ტიტე აროშიძის განცხადებით, შესაბამისი წერილები ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს ყველა წევრს გადაეგზავნება. კომიტეტმა შესაბამის გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირა მხარი.