11 ნოემბერი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში, კარტოფილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოს - ,, კაიფრი’’ გახსნას დაესწრო.

   საწარმო, რომელშიც ოცამდე ადგილობრივი მკვიდრი დასაქმდება, ორიენტირებული იქნება რეგიონში წარმოებული კარტოფილის მიღებაზე, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ფერმერებსა და აგრომეწარმეებს პროდუქციის  რეალიზაციაში.

   საწარმო სეზონზე 1000- ტონამდე კარტოფილს მიიღებს,  რომლისგანაც  დამზადდება გაყინული კარტოფილი ფრი. მზა პროდუქცია სარეალიზაციოდ ადგილობრივ ბაზარზე, ასევე სუპერმატკეტების ქსელში გავა.

   შპს ,,კაიფრი’’  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია სენის მხარდაჭერით შეიქმნა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი