09 ნოემბერი

ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო ფესტივალი - „შემოდგომა ქედაში“ საზეიმოდ აღინიშნა. ადგილობრივებს დღესასწაული, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ტიტე აროშიძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ, ილია ვერძაძემ, ნადიმ ვარშანიძემ, მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. 

ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციულად, გამოვლინდნენ საპატიო ქედელები, ჯილდოები გადაეცათ   ფოტოკონკურსის „ტურიზმი ქედაში“ გამარჯვებულებს, მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ქედის ღვინის მარნების მიერ წარმოდგენილი ღვინის დეგუსტაცია, ღვინის საწნახელში დაწურვის და ჭაჭის გამოხდის იმიტაცია, კულინარიული მასტერკლასები, გაიმართა სპორტული აქტივობები და საბავშვო პროგრამები.

 ფესტივალი საზეიმო კონცერტით დასრულდა, რომელშიც  მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და მოწვეული მუსიკალური ბენდები.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი