08 ნოემბერი

“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი და ბიუჯეტის შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის 2025-2028 წლების  პრიორიტეტების დოკუმენტი განხილეს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. შესაბამისი მოხსენება, კანონმდებლებს, ფინანსთა და  ეკონომიკის  მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოუდგინა.

რეგიონის ბიუჯეტი 85 400 000 ლარით იზრდება და 850 100 000 ლარს შეადგენს.  მინისტრის განცხადებით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რეგიონში, ბოლო წლების ტენდენციაა და  ქვეყანაში არსებული სტაბილური მდგომარეობით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკითაა განპირობებული. მისივე თქმით, საბიუჯეტო ორგანიზაციების დაფინანსებასთან ერთად, იზრდება მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი სპეციალური ტრანსფერების მოცულობა.

ძირითადი საბიუჯეტო პარამეტერების წარდგენის შემდეგ, ჯაბა ფუტკარაძემ ისაუბრა მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, პროგრამებსა და სიახლეებზე. მისი თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. დაგეგმილია, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, 25 სამიზნე ქვეყანაში ტურისტული ლოკაციებისა და პოტენციალის პოპულარიზაცია, განათლების სფეროს განვითარება - საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მშენებლობა-რეაბილიტაცია, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა-კეთილმოწყობა, ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლის, ოლიმპიადების, კონკურსების, ფესტივალების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება, ძეგლების რეაბილიტაცია, ბათუმის ბულვარში არსებული სკვერების, მოსასვენებელი თუ სხვა სპორტულ-გასართობი სივრცეების რეაბილიტაცია, ახლის მოწყობა. გაგრძელდება მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, წყლის სისტემის განვითარება, ეკომიგრანტების საცხოვრისით უზრუნველყოფა, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა, მთის კურორტების განვითარება, სოფლისა და სოფლის მეურნეობის

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი