08 ნოემბერი

უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი და შესაბამისი, ავტონომიური რესპუბლიკის 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის - ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 11% -ზე მეტით იზრდება და 850 მილიონ ლარს აჭარბებს.  

ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების წარდგენის შემდეგ, მინისტრმა ისაუბრა მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, პროგრამებსა და სიახლეებზე. მისი თქმით, ბიუჯეტი გაზრდილია ყველა მიმართულებით. ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება ინვესტიციების მოზიდვა და ტურიზმის ხელშეწყობა. დაგეგმილია, სამთო კურორტების - გომარდულის, გოდერძისა და მთა ჩირუხის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ხულო-თაგოს დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, მაჭახელას ეთნოსოფლის მე-2 ეტაპის სამშნებლო სამუშაოები, საჯარო სკოლების რებილიტაცია, სხვადასხვა სასკოლო ინვენტარით აღჭურვა, სპორტული ინფრასტრუქტურის  მშენებლობა-რეაბილიტაცია, სოფლის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსების ზრდა, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, წყლის სისტემებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სოციალური  სახლების მშენებლობა, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, გაგრძელდება სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფა, ჯანდაცვის მიმართულებით არსებული და ახალი პროგრამებისა და ქვეპროგამების დაფინანსება, დასაქმების ხელშეწყობა, პროფესიული გადამზადება.  მომავალი წლის ბიუეჯტში იზრდება, როგორც მხარჯავი დაწესებულებების დაფინანსება, ასევე, მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერის ოდენობა.

მოხსენების შემდეგ, მინისტრმა უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს.

კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს, საკითხზე, შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტების თავმჯდომარეები - ილია ვერძაძე და ცოტნე ანანიძე უძღვებოდნენ,  განიხილეს და ცნობად მიიღეს, აჭარის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის  შესრულების  მიმოხილვა. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის - ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის სამი კვარტლის მონაცემებით, ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი