01 ნოემბერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს ქალაქ ბათუმში - ფარვიზ ისმაილზადეს უმასპინძლა, რომელმაც დიპლომატიური მისია ამოწურა.

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, დავით გაბაიძემ, მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანელ დიპლომატს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე, რეგიონების დონეზე თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსეპქტივებზე.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი