30 ოქტომბერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე და ფრიდონ ფუტკარაძე, ქობულეთში, ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრნენ.

საკოორდინაციო შტაბი, რომელიც  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ზაზა შავაძესთან ერთად გახსნა, 1 თებერვლამდე იმუშავებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომელზეც მოქალაქეები საჭირო ინფორმაციას მიიღებენ.

წელს 40-45 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთში ორი საკონსერვო ქარხანა გადაამუშავებს. აღსანიშნავია, რომ არასტანდარტულ მანდარინზე სუფსიდია გაიზარდა 10 თეთრით, 5 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის მანდარინის ფასი 40  თეთრი იქნება.

აჭარის მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ამოქმედებული შტაბის გახსნის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჩაქვის ციტრუსის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა.

განცხადებები