30 ოქტომბერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე, ილია ვერძაძე და ფატი ხალვაში, თურქეთის რესპუბლიკის 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

საზეიმო მიღებაზე, ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქეთს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობასა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.

ქალაქ ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, რეგიონის მთავრობის, ბათუმის თვითმმართველობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა გენერალურმა კონსულმა ქალაქ ბათუმში - ადნან ალთაი ალთინორმა, მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა თანადგომისა და მოლოცვებისათვის.