"ნებისმიერი სოფლის, რეგიონის, ქვეყნის წარმატება განისაზღვრება, იმის მიხედვით, რამდენად წარმატებული შვილი აღზარდა. ამ მხრივ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია. თუკი სადმე აკადემიური სფეროს გამორჩეული წარმომადგენელია, გამორჩეული ექიმია, ინჟინერია, თითქმის ყველა სფეროში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს თავისი ღირსეული წარმომადგენელი ჰყავს“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, გონიოს ციხესიმაგრეში გამართულ "ხელვაჩაურის დღეების" დასკვნით ღონისძიებაზე.
საზეიმო საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს სახალხო დღესასწაული მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ტრადიციულად, დააჯილდოვდნენ საპატიო ხელვაჩაურელები.
ღონისძიება ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ჯგუფი "რეგიონის" კონცერტით დასრულდა.