აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები, დავით ბაციკაძე და ილია ვერძაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან, ქალაქ ბათუმის მერთან - არჩილ ჩიქოვანთან და სპორტის დეპარტამენტის უფროს - ირმა ნიჟარაძესთან ერთად, ყოველწლიურ ფორუმს - „სპორტული წარმატების სტრატეგია“ დაესწრნენ.
ფორუმის მიზანია სპორტის სფეროს მმართველობაში არსებული გამოცდილების გაზიარება, ელექტრონული მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნა და მონაცემების შეგროვებისა და დოკუმენტბრუნვის სისტემების, სხვა სიახლეების დანერგვა.
ფორუმი სამ პლენარულ სესიადაა დაყოფილი და მასში, სხვადასხვა ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, რომელთა შორის არიან: ოლიმპიური ჩემპიონები, წარმატებული სპორტსმენები და ოფიციალური პირები. სესიების ფარგლებში, მოწვეული სპეციალისტები და ექსპერტები, განიხილავენ თანამედროვე სპორტულ სამყაროში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებს, სპორტის სფეროს განვითარების, წარმატების სტრატეგიის შემუშავების, სწორი მენეჯმენტის, სპორტული ობიექტების მართვის, მარკეტინგის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება