სოხუმის დაცემიდან 31 წლისთავზე, ბათუმში, გმირთა ხეივანში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულები გაიხსენეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებთან ერთად, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას მემორიალი.
1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული ქართულ-აფხაზური დაპირისპირება 13 -თვესა და 13- დღეს გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.
სეპარატისტებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს. ბრძოლებში დაიღუპა 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. 300 ათასი ადამიანი დღემდე დევნილია.