აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე- დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სარფში, ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „კოლხობას“ დაესწრნენ, ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თეატრალური წარმოდგენა, მოეწყო - ფოტო გამოფენა. საზეიმო პროგრამა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების, ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.
„კოლხობა“ 45 წელია აღინიშნება. სახალხო დღესასწაულს საფუძველი 1978 წელს ჩაეყარა და პირველად ,,ქვაომხაზობის” სახელით გაიმართა. 1979 წლიდან დღესასწაული სარფის სანაპიროზე ,,კოლხობის” სახელით იმართება და იგი მეფე აიეტისა და მედეას მითთანაა დაკავშირებული.