10 სექტემბერი

   „ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები ადასტურებს, რომ რეგიონის ეკონომიკის ორნიშნა ზრდა გრძელდება“, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინე გვიანიძემ 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვის საკომიტეტო განხილვისას. ანგარიში სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

   მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის ორი კვარტლის  შემოსულობები 308 299 600 ლარით ანუ 103,2 %-ით, შემოსავლები კი 110,3 %-ით შესრულდა. მაღალი მაჩვენებელია საშემოსავლო გადასახადის მხრივ და მან გეგმის 112,5 % შეადგინა.

   მომხსენებელმა ისაუბრა რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე და უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს.

   კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმოხილვა უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება.

 

განცხადებები

დღის წესრიგი