09 სექტემბერი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ტიტე აროშიძე და ირაკლი ჩავლეიშვილი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რომის იმპერიის ისტორიისა და არქეოლოგიისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონგრესის  გახსნას დაესწრნენ - ,,Limes Congress 2024“ ბათუმში პირველად იმართება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების პროფესორები, წამყვანი სპეციალისტები, სულ 42 ქვეყნის 350-მდე დელეგატი მონაწილეობს.

   კონგრესი უმთავრესად რომის იმპერიის სასაზღვრო ხაზების ისტორიას ეძღვნება და მოიცავს სხვადასხვა თემატიკასაც - ლოჯისტიკას, ეკონომიკურ ურთიერთობებს, ვაჭრობას, კულტურას, პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს, ახალ არქეოლოგიურ გათხრებს.

   ფორუმი, რომელიც 9-დან 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმართება. გარდა სამუშაო სესიებისა, დაგეგმილია ექსკურსიები რეგიონის ღირშესანიშნაობების გასაცნობად. 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი