უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ანგარიში მოისმინეს - ჯაბა ფუტკარაძე 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვით წარსდგა.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე სამეურნეო წელი, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, წარმატებულია. გაზრდილი საბიუჯეტო პარამეტრები კი, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების გარანტიაა. მომხენებლის განმარტებით, საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში, ჯამური შესრულება 250 მილიონ ლარს აჭარბებს და ორი კვარტლის მონაცემებით, შესრულების 90 %-იანი მაჩვენებელი აქვს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, 82 % - სოფლის მეურნეობის სამინისტროს, 75 % - განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და 54 % ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.
საბიუჯეტო მონაცემების წარდგენის შემდეგ, ჯაბა ფუტკარაძემ უპასუხა კანონმდებლების კითხვებს.
ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტების თავმჯდომარეები - დავით ბაციკაძე და ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდნენ, წარმოდგენილი მიმოხილვა ცნობად მიიღეს და მხარი დაუჭირეს საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.