აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში, რომელიც ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარუდგინა, კომიტეტებში ჩაეშვა განსახილველად. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.
ბიურომ ცნობად მიიღო უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის
საბჭოს თემატური მოკვლევის ანგარიში - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოების ღია მმართველობის შეფასება“.
საკითხი, სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარმოადგინა.